×
ხორცი
თევზი
რძის პროდუქტები და კვერცხი
ხილი და ბოსტნეული
სასმელები
ნუგბარი
სხვადასხვა

წესები და პირობები

აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს ი/მ ჯაბა ბურჯალიანი"-ს (ს/კ 01003010098) საკუთრებას.

თუ გსურთ, ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლა და შეკვეთის განთავსება, ესეიგი ავტომატურად ეთანხმებით ჩვენი ვებ-გვერდის პირობებს.

პირობების დასაზუსტებლად ან შემდგომში წარმოქმნილ ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ: თიანეთი.ჯი-ს ადმინისტრაციას ელ-ფოსტაზე: shop@tianeti.ge ან დარეკოთ ნომერზე: 599 20 02 82 

1. ვებ-გვერდის გამოყენების პირობები:

1.1 ვებ-გვერდის გამოყენებით ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16  წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით  მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;

1.2 დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის კონფიდენციალობასა და უსაფრთხოებას. არ გასცემთ თქვენი გვერდის პირად  ინფორმაციასა და უსაფრთხოების ანგარიშებს მესამე პირზე.  

1.3 ვებ-გვერდზე არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება სხვა მომხმარებლის პირადი ანგარიშების კოდებისა თუ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის გაგებისა და მათი პირადი აქტივების გამოყენებისკენ.

2. კონფიდენციალობა:

2.1 ჩვენ ვადასტურებთ, რომ თქვენ შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელსაც რეგისტრირებისას გვიზიარებთ, გამოიყენება მხოლოდ ჩვენ მიერ და არ გაიცემა მესამე პირზე.

3. უსაფრთხოება:

3.1 ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი თქვენს საბანკო ანგარიშზე, საბანკო ოპერაციები ხორციელდება დაცულ სერვერზე  TBC ბანკის მხარდაჭერით.

4. რეგისტრაცია:

4.1 პროდუქტის შეძენა შესაძლებელია რეგისტრაციის შემდეგ საიტზე, პროდუქტის შეკვეთის საფუძველზე.

4.2 რეგისტრაციის ან ვებ-გვერდზე  ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში, თქვენ დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას, თუ ის შეიცვლება.